გორში, რკინიგზის სადგურის დასახლებაში ხანძარს ერთი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს, ცეცხლი რკინიგზის სადგურის შენობაში გაჩნდა. დაღუპული, სავარაუდოდ, დაცვის სამსახურის თანამშრომელია.
ამ დროისთვის, ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. ადგილზე მუშაობს პოლიცია.