ნახეთ რა შემთხვევაში შეგიძლიათ დაგროვებითი პენსიის აღება - უკვე 15 458 ადამიანმაგაიტანა
საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 582 ათასი ადამიანია. 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 15,458-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 61.1 მლნ ლარი.
საპენსიო ასაკში რა ფორმით შეიძლება პენსიის გატანა?
საპენსიო ასაკში პენსიის გაცემა შესაძლებელია მოხდეს:
პროგრამული გატანის გზით, რაც გულისხმობს მონაწილის პენსიაზე გასვლის თარიღისთვის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების სიცოცხლის მოსალოდნელ დარჩენილ ხანგრძლივობაზე გაყოფას და ყოველთვიური პენსიის სახით მიღებას;
ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივებით სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენის გზით, რაც გულისხმობს მონაწილის მიერ კერძო საპენსიო სადაზღვევო პროდუქტის შეძენას და პენსიის მიღებას სიცოცხლის ბოლომდე;
მონაწილის პენსიაზე გასვლის თარიღისთვის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების გზით. ასეთი მეთოდით, პენსიის გატანა შესაძლებელია, იმ შემთხვევაში, თუ პირი გაწევრიანდა საპენსიო სქემაში საპენსიო ასაკამდე არაუმეტეს 5 წლით ადრე.