ნათელმხილველმა მითხრა, რომ გავაჩენდი ბავშვს, რომელიც მთელს ოჯახს დაგვხოცავდა, არ დავიჯერე მისი ნათქვამი, მაგრამ თურმე ის მართალს მეუბნებოდა
” 25 წლის ასაკში გავთხოვდი, მაშინ 25 წელი უკვე ძალიან გვიანი იყო. დედაჩემის დაჟინებული მოთხოვნით, აუცილებელი იყო ჩემი გათხოვება, რომ მეზობლებს არ ელაპარაკათ, მოკლედ ისე მოხდა ყველაფერი როგორც ხდება ხოლმე. გარიგებით გამათხოვეს, ჩემი მომავალი ქმარი სამჯერ ვნახე.
კარგი ოჯახი იყო, შეძლებული და ძლიერი. ერთი შეხედვით თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ყველას მაინც ერთი უცნაურობა სჭირდათ, ყოველთვის გაურბოდნენ გარდაცვლილ ბაბუაზე საუბარს თავს. ყველაზე ყველაფერი გავიგე, მაგრამ იმას საერთოდ არ ახსენებდნენ და თუ ახსენებდნენ ისიც ნეგატიურად. ქმარი იდეალური შემხვდა და მალე შემიყვარდა, დედამთილ-მამამთილიც ძალიან თბილები და მზრუნველები იყვნენ.
მალე დავფეხმძიმდი. 2 თვის ვიყავი როცა ძილთან დაკავშირებული პრობლემები დამეწყო, გამუდმებით ვხედავდი კოშმარებს და დაძინებისაც მეშინოდა. ჩემმა დედამთილმა თავიდან დამამშვიდებლები დამალევინა, ცოტა იმოქმედა მაგრამ შემდეგ ექიმმა აგვიკრძალა, რადგან ნაყოფზე ცუდად იმოქმედებსო. ტაძარშიც ვიყავით, აღსარება ჩავაბარე, ვეზიარე, მოძღვარს სულ ვესაუბრებოდი მაგრამ შედეგი არ მქონია. ყოველ ღამით კოშმარები არ მასვენებდნენ. შემდეგ ჩვენმა მეზობელმა გვირჩია მეზობელ სოფელში მკითხავთან წასვლა, ბევრი მოურჩენია და იქნებ გიშველოსო. არასდროს მწამდა მკითხავების და ვითომ ნათელმხილველების მაგრამ უძილობამ ისე გამტეხა დავთანხმდი.
რომ მივედით ეს ქალი მეუბნება, მუცელში ბოროტების ნაყოფი გიზის, სანამ რამე დაუშავებია წადი ექიმთან და მოიშორეო. მე ვთქვი, თქვენ ხომ არ გადაირიეთ რას მელაპარაკებით მეთქი, დამჯდარი არ ვიყავი სკამზე წამოვხტი და წამოსვლას ვაპირებდი, რომ მომაძახა, თქვენს ოჯახს იმხელა ცოდვა აწევს, ეგ ბავშვი შურს იძიებს და ყველას დაგხოცავთო, იცოდე ბოროტება არ იკარგება და უკან ათმაგად დაგიბრუნდებათო. მე სასაცილოდაც არ მეყო მაგრამ, აი ჩემი დედამთილი კი გაფითრებული და ენა წართმეული იჯდა, კედელს მისჩერებოდა და კანკალებდა. ხელი მოვკიდე, სულ გაყინული და გაქვავებული იყო, წამოდი წავიდეთ გიჟია ეს ქალი რას უჯერებ მეთქი და ადგილიდან ძლივს დავძარი. სახლში ისე მივედით ხმა არ გამცა, შევიდა თავის ოთახში და ჩაიკეტაა. მაინტერესებდა რა ცოდვას ახსენებდა ის მკითხავი და ჩემს ქმარს ვკითხე, განა რა ცოდვა გაქვთ ასეთი მკითხავმაც რომ მოჰკრა ყური თქო, ვთქვი სიცილით, მან კი არ მიპასუხა.
ბავშვი გაჩნდა, გოგონა იყო. არ ვიცი როგორ ვთქვა ეს, მაგრამ პირველად რომ დავინახე შიშის გრძნობა დამეუფლა, მაშინვე იმ მკითხავის სიტყვები გამახსენდა. თვალები კი, როგორც კაკლის მურაბა ისეთი შავი ჰქონდა და აბრიალებდა. მალე გამიარა ამ შიშებმა და დედობრივმა სიყვარულმა ყველაფერი გადაფარა. ოჯახს დიდი სიხარული ეწვია, ცოტა ბებია კი იქცეოდა უცნაურად მაგრამ მას ყურადღებას აღარავინ აქცევდა. ბავშვი ძალიან ნერვიული იყო, სულ ტიროდა. დღე და ღამე გასწორებული მქონდა. ძუძუს ვაჭმევდი, ეგეც იქამდე სანამ ერთმა კბილმა არ ამოყო თავი და მკერდიდან სისხლი არ მადენინა ისე ჩამასო. ბავშვზე ფიქრებს იმ ქალის სიტყვები მოსდევდა, ვეღარ ვივიწყებდი რადგან ჩვეულებრივი ბავშვი არ მყავდა გაჩენილი, მაინც თავს ვაჯერებდი იმით, რომ ფეხმძიმობისას რომ არ მეძინა ამან ბავშვზე იმოქმედა თქო.